გეომეტრიული გარდაქმნები
გეომეტრიის მთელი რიგი საკითხების შესწავლისას (თეორემების დამტკიცება, ამოცანების ამოხსნა აგებასა და გამოთვლაზე, გეომეტრიული ფიგურების გამოკვლევა) სასკოლო გეომეტრიაში ვსარგებლობთ სხვადასხვა გარდაქმნით (ღერძული სიმეტრია, ცენტრული სიმეტრია, პარალელური გადატანა და სხვა), ხოლო შემდეგ შევისწავლოთ ისინი. გეომეტრიის დაყოფა მეტრიკულ, ევკლიდურ, პროექციულ და აფინურ გეომეტრიებად სწორედ ამ გარდაქმნებზეა დამოკიდებული.
იმისთვის რომ გავარკვიოთ, როგორ შეიძლება არსებობდეს მრავალი, თანაც "ჭეშმარიტი" გეომეტრია, საჭიროა თავდაპირველად გავარკვიოთ რა არის ევკლიდეს გეომეტრია.