წმინდა გრიგოლ ხანძთელი - უდაბნოთა ქალაქმყოფელი ზეცის კაცი
ავტორი: ლალი დათაშვილი
წმინდა გრიგოლ ხანძთელი უპირველესთაგანია იმ მოღვაწეთა შორის, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მან ჩაიბარა დაფერფლილი, მურვან-ყრუსაგან აოხრებული, გაუდაბნოებული საქართველო და თავისი ღვაწლით ზეციურ იერუსალიმს დაამსგავსა, გულგატეხილ და თავდახრილ, „ტყვეთა შინა, ადგილ-ადგილ“ მიმალულ ქართველებს უპყრა ხელი, როგორც ტკბილმა მამამ, ღვთისთვის სათნო ცხოვრება დაუსახა გადარჩენის გზად, „აღმდგარნი და აღმართულნი“ ზეცის მოქალაქეებად გადააქცია.