ბიბლიური სახელები და ალუზიები "ვეფხისტყაოსანში"
თვალს თუ გადავავლებთ ქართულ საერო ლიტერატურაში დამოწმებულ ბიბლიურ სახეებსა და პარადიგმებს (რომ აღარაფერი ვთქვათ სასულიერო მწერლობაზე), წარმოჩნდება, რომ ბიბლიური სწავლებანი, ფაქტობრივად, იყო ძველი ქართველების სააზროვნო და სამეტყველო ენა, ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ცოდნა და სულის საზრდო, ლიტერატურისთვის კი - საყრდენი და საძირკველი.