ტაძრის საგალობელი
გალაკტიონის პოეზიის სწავლებისას გასათვალისწინებელია პოეტის დამოკიდებულება სიტყვასთან, როგორც ღვთაებრივ ფენომენთან, ლოგოსთან, რომელიც უამრავ საიდუმლოს ინახავს.
"ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს", _ წერს გალაკტიონი და ქართულ ჩუქურთმას თავისი პოეზიის უმთავრეს გასაღებად აცხადებს. პოეტის ამ სიტყვებსაც თუ გავითვალისწინებთ: "წვეთი სისხლიც არ არის ჩემში არაქართულიო", ქართული ჩუქურთმა, ზოგადად, ქართული პოეზიის გაგების ძირითად გზად წარმოჩნდება.