შთაგონების საიდუმლოება
(ტიციან ტაბიძის "ლექსი მეწყერის" სწავლებისათვის)
პოეზიის სწავლებისას მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის, იმისაც, თუ რა შთააგონებს პოეტს წარმოსახვით შექმნას ახალი პოეტური განზომილება, რომელიც საოცარი მუხტითა და ენერგიით იზიდავს მკითხველს. ამ თემაზე ხშირად პოეტებიც ფიქრობენ და „ამხელენ“ კიდეც თავიანთი შთაგონების წყაროებს.
ლექსი იბადება იდუმალი, ღვთაებრივი წამებიდან, როდესაც ადამიანი განიცდის შემოქმედებით აღმაფრენას (რასაც მუზათა სტუმრობასაც უწოდებენ) და ქმნის რაღაც ახალს, ამოზრდილს განცდებიდან, შთაბეჭდილებებისა თუ გამოცდილებიდან.