თავისუფლება და მშვიდობა
თავისუფლება და მშვიდობა დღეს ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრებოდი ადამიანის არჩევნის სიმარტივესა თუ სირთულეზე. კაცმა რომ თქვას, რა არის ჩვენი ცხოვრება? - არჩევნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. თითქმის მუდმივად. ზოგი რამ ადვილი გადასაწყვეტია, ზოგი კი - ძალიან რთული. ისეთი რაღაცებიც არის, ურთულესს რომ იტყვიან. მკაფიოდ კონტრასტულ ამბებში (სიკეთე - ბოროტება; ზნეობა - უზნეობა; ღირსება - უღირსობა...) წესიერი კაცისთვის არჩევანი ძნელი არ არის. მაგრამ როდესაც სასწორის პინაზე ორი სიკეთე დევს, მაშინ? თუ სხვა ალტერნატივა აღარ ჩანს და ადამიანმა აუცილებლად ერთი სიკეთე უნდა ამჯობინოს მეორეს - რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ეს დიდ პრობლემას ბადებს, რადგან არგუმენტები სასწორის არც ერთ პინას არ აკლია.