აზროვნების სტერეოტიპი
ავტორი: გია მურღულია
ადამიანებს ერთი საკმაოდ გავრცელებული სენი სჭირთ - რასაც კითხულობენ ან მოისმენენ, ზოგჯერ არასწორად ესმით ხოლმე. ასეთ დროს, მაგალითად, მოთხრობილ ამბავს ყველა ერთნაირად აღიქვამს, მაგრამ რა მიზნით არის მოთხრობილი ეს ამბავი და რისთვის შეთხზეს თუ გაიხსენეს, ბევრისთვის მიუწვდომელ ჭეშმარიტებად რჩება.
ამ სენის ფესვები ადრეულ ბავშვობაშია საძიებელი - ოჯახსა თუ სკოლაში კარგად რომ არ ირჯებიან საიმისოდ, რომ პატარაობიდანვე დაფიქრებული კითხვა და კონტექსტის ამოცნობა ასწავლონ. ძალიან სევდისმომგვრელია, როდესაც ადამიანი რაღაცას კითხულობს და ვერაფერს ხედავს იმის გარდა, რაც ზედაპირზე დევს.