პარტნიორები

 

საგანმანათლებლო-შემოქმედებითი კავშირი  "ქორბუდა", საქართველოში პირველი არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, 1992 წლიდან, მრავალი მიღწევის მქონე - www.qorbuda.ge.

 

"ქორბუდა" უძღვება შემდეგ მიმართულებებს:

  • ფსიქოლოგია - სტატიები და ონლაინ კონსულტაციები; სტატიები შეეხება აღზრდა-განათლებისა და საზოგადოდ ადამიანის ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებს და ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგების თეორიებს (ფსიქოლოგია ყველა მსურველისთვისაა საინტერესო); თვითეულ სტატიას ახლავს სიტუაციური და სხვა ამოცანები, რომელთა პასუხები მომდევნო სტატიაშია.
  • დაწყებითი კლასების მათემატიკა, ლოგიკა; სტატიები მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც მასწავლებელს გამოადგება როგორც საკლასო ოთახში, ისე სასერტიფიკაციო გამოცდაზე;  თვითეულ სტატიას ახლავს  ამოცანები, რომელთა პასუხები მომდევნო სტატიაშია; საგანგებო ყურადღება ექცევა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტების ამოცანებს, რომლებიც დაწვრილებით გაირჩევა.
  • ქართული ენა და ლიტერატურა, წიგნიერება, რიტორიკა; სტატიები მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც მასწავლებელს გამოადგება როგორც საკლასო ოთახში, ისე სასერტიფიკაციო გამოცდაზე;  თვითეულ სტატიას ახლავს  ამოცანები, რომელთა პასუხები მომდევნო სტატიაშია; საგანგებო ყურადღება ექცევა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტების ამოცანებს, რომლებიც დაწვრილებით გაირჩევა.
  • მსოფლიოს რელიგიების არსი და ისტორია - სტატიები საინტერესოა ყველა მსურველისთვის.

 

 

© 2015 - 2017 შ.პ.ს განათლებული საქართველო edulive.ge - ყველა უფლება დაცულია
პროექტის ავტორი: ვალერიან მესხიშვილი
Artmedia