•  ყოველი ტერმინი სამივე ენაზეა მოცემული. ამასთან, განწყობის თეორიის უმნიშვნელოვანეს ცნებათა განმარტებითი სტატიები ინგლისურადაცაა და რუსულადაცაა.
    •  მნიშვნელოვან ცნებათა სტატიები საკმაოდ ვრცელია: მოიცავს მაგალითებს, კონტრმაგალითებს, სქემებს, შედარებებს, მსჯელობებს, ჯვარედინა მითითებებს - ყოველ სტატიაში იისფრად მონიშნულია ის ტერმინები, რომელთა განსამარტავად ლექსიკონში ცალკე სტატიაა.
    •  სტატია საკვანძო ტერმინების ნუსხით იწყება. სასურველი ტერმინის ძიებისას საძიებო ფანჯარაში გამოჩნდება ამ ტერმინის ძირითადი სტატიაც და აგრეთვე ყველა ის სტატია, რომლებშიც ეს ტერმინი საკვანძოა - ანუ სადაც ამ ტერმინის შესახებ დამატებითი ინფორმაციაა (ხოლო ზედმეტი ტექსტები, რომლებშიც ეს ტერმინი მხოლოდ ნახსენებია, არ გამოჩნდება).
    •  ძიება შესაძლებელია აგრეთვე თემატიკურადაც - ფსიქოლოგიის მიმართულებათა და შემდეგ ანბანის მიხედვით.
    •  ლექსიკონი აკადემიურია და ამასთან, მისი საერთო მოცულობის არანაკლებ ნახევარი ორიგინალურია; მნიშვნელოვანი ცნებების განმარტება ერთიან მეცნიერულ კონცეფციაზე, დიმიტრი უზნაძისეულ განწყობის თეორიაზეა დამყარებული. თუმცა სტანდარტული და ნაკლებმნიშვნელოვანი ტერმინების განმარტება რამდენიმე რუსულ და ინგლისურ ლექსიკონს ემყარება.
    •  ლექსიკონზე მუშაობდნენ: ზურაბ ვახანია, ირაკლი იმედაძე, მარინა ბალიაშვილი, რამაზ საყვარელიძე, თინათინ ჩხეიძე და ნიკოლოზ ვახანია.
© 2015 - 2017 შ.პ.ს მედიასახლი განათლებული საქართველო www.edulive.ge - ყველა უფლება დაცულია
Artmedia