ანონსი

ანონსი

23 დეკემბერი, 11.00 საათზე , სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართება.

მემორანდუმის მიზანია საშუალო და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ლია გიგაური .

ეხვედრაზე წარმოდგენილნი იქნებიან დირექტორები ორმოცი სკოლიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და წყალტუბო).

მისამართი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
© 2015 - 2024 შ.პ.ს განათლებული საქართველო edulive.ge - ყველა უფლება დაცულია
პროექტის ავტორი: ვალერიან მესხიშვილი
Artmedia