ვაკანსია

ვაკანსია

ინტერნეტსაიტი ,,განათლებული საქართველო" www.edulive.ge აცხადებს ვაკანსიებს საიტის ვებგვერდების ( სკოლამდელი აღზრდა, სკოლა, დაწყებითი განათლება, ფიზიკა, უცხო ენები, ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა, ინკლუზიური განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, მეცნიერება, განათლებული თაობა, დაიჯესტი) რედაქტორების, კორესპონდენტების და შტატგარეშე ავტორების პოზიციებზე.

გვერდის რედაქტორის შესასრულებელი საქმიანობა: გვერდის მასალების დაგეგმვა, ავტორების შერჩევა და თანამშრომლობა მათთან, შემოსული მასალების სარედაქციო დამუშავება, ჰონორარის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ანგარიშვალდებულება საიტის დირექციასთან.

აუცილებელი მოთხოვნები: საგნობრივი ცოდნა, სარედაქციო საქმიანობის გამოცდილება, საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, საოფისე პროგრამების ცოდნა.

კორესპონდენტის მიერ შესასრულებელი საქმიანობა: გვერდის რედაქტორებთან კოორდინაციის საფუძველზე ოპერატიული მასალების მოპოვება და მომზადება, მიმდინარე მასალების მოპოვება და მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები: პროფესიული უნარ-ჩვევები, მასალის ოპერატიულად მოპოვებისა და მომზადების უნარი, განათლების თემაზე მასალების დაგეგმვისა და მომზადების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა ელფოსტაზე info@edulive.ge უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე(CV), მათ მიერ განათლების თემაზე მომზადებული და გამოქვეყნებული 2 სტატია, რედაქტორის ვაკანსიისათვის მოკლე სამოტივაციო წერილი. შერჩეულ პირებს რედაქცია დაუკავშირდება გასაუბრებაზე შესათანხმებლად.
© 2015 - 2017 შ.პ.ს მედიასახლი განათლებული საქართველო www.edulive.ge - ყველა უფლება დაცულია
Artmedia