ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აცხადებს ჯეოსელი - პროექტის მეგობარი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აცხადებს ჯეოსელი - პროექტის მეგობარი

21 სექტემბერს, 13:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯეოლაბში (მისამართი: ალექსიძის 8, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) სკოლის მოსწავლეებისთვის, 2016-2017 წლისათასწლეულის ინოვაციის აცხადებს კონკურსს. ინოვაციის კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სამისაუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების,ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017წლის აპრილში, გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში.

ღონისძიებას დაესწრებიან და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იანკელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და კომპანია „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორი, ივანე მაჭავარიანი. ღონისძიების ფარგლებში, ათასწლეულისინოვაციის კონკურსის 2015-16 წლის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც გაიმართა.

კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს და კომპანია ჯეოსელის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთანთანამშრომლობით.
© 2015 - 2017 შ.პ.ს მედიასახლი განათლებული საქართველო www.edulive.ge - ყველა უფლება დაცულია
Artmedia